სამშაბათი, აპრილი 28, 2026
Home საზოგადოება თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებებია ჩართული

თბილისში, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, პოლიტიკოსების სხვადასხვა შინაარსის ხმოვანი შეტყობინებებია ჩართული

by admin

მოქალაქეების ინფორმაციით, თბილისის საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში) ჩართულია აუდიოჩანაწერი, რომელსაც ვერ თიშავენ. ისინი სოციალურ ქსელში შესაბამის ვიდეოებსაც ავრცელებენ.

აუდიო ჩანაწერში ისმის ზვიად გამსახურდიას სიტყვები: „9 აპრილის წამებულთა სულები დაგვცქერიან ჩვენ და ხარობენ ზეციურ ნათელში, რამეთუ აღსრულდა ნება მათი, აღსრულდა ნება ქართველი ერისა. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!”

გარდა ამისა, ზურაბ ჟვანიას შემდეგი სიტყვები: “ მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“.

ჩანაწერში ასევე ისმის „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის ხმაც, სადაც ის თანხებთან დაკავშირებით საუბრობს.

ამასთან, გავრცელებულ ჩანაწერში ასევე ისმის მიხეილ ყაველაშვილის უცენზურო განცხადებაც, რომელიც მან ე.წ. რუსული საქმის კეთებასთან დაკავშირებით პარლამენტის ტრიბუნიდან 2022 წელს გააკეთა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay