კვირა, აპრილი 26, 2026
Home საზოგადოება დონალდ ტრამპის განცხადებით, პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტი გააუქმა

დონალდ ტრამპის განცხადებით, პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტი გააუქმა

by admin

ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოლაპარაკებებისთვის უიტკოფისა და კუშნერის ვიზიტი გააუქმა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან საუბარში განაცხადა.

ტრამპის თქმით, ამერიკულ დელეგაციას არ უღირს პაკისტანში 18-საათიანი ფრენა მაშინ, როდესაც აშშ-ს ირანთან კონფლიქტში ყველა კარტი გააჩნია. მან ასევე აღნიშნა, რომ ირანელებს აშშ-სთვის დარეკვა ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

“ჩემს ხალხს ცოტა ხნის წინ ვუთხარი, ისინი წასასვლელად ემზადებოდნენ და მე ვუთხარი: “არა, 18-საათიან ფრენას არ აპირებთ იქ ჩასასვლელად.” ყველა კარტი გვაქვს. ნებისმიერ დროს შეუძლიათ დაგვირეკონ, მაგრამ 18 საათი არ იფრენთ იმისთვის, რომ ისხდეთ და არაფერზე ილაპარაკოთ,” – განაცხადა ტრამპმა.

არსებული ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ უკვე დატოვა პაკისტანი ქვეყნის პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay