ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home კულტურა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – რობერტ ფიცო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განცხადებებით საზოგადოების დაშინებას და ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო – რობერტ ფიცო ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განცხადებებით საზოგადოების დაშინებას და ამომრჩევლის კონსოლიდაციას ცდილობს

by admin

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, გეორგი ტიხის თქმით, უკრაინა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს განცხადებას ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მზადების შესახებ განიხილავს, როგორც სლოვაკეთის საზოგადოების დაშინების და ამომრჩევლის კონსოლიდაციის მცდელობას, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

“ვფიქრობ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ყურადღება უნდა მიაქციოს საკუთარ ქმედებებს, რომელიც აღაშფოთებს ხალხს მის ქვეყანაში და გააანალიზოს რატომ ხდება ეს. მეჩვენება, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა უბრალოდ კარადიდან გამოიღო რაღაც, რაც დიდი ხანია გაფუჭდა და ჩემი აზრით, მსგავსი რამის საჯაროდ გამოყენება ულამაზო საქციელია“, – აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში „უცხოელი ექსპერტების“ მონაწილეობით, უკრაინასა და საქართველოში მომხდარი „ფერადი რევოლუციების“ ანალოგიური, სახელმწიფო გადატრიალების საფრთხე არსებობს.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay