შაბათი, თებერვალი 14, 2026
Home პოლიტიკა არ ვიცი, ნოშიკო ნამორაძე ქვეყანაშია თუ არა, შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს, ჩვენ პოლიტიკური და სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს – ირაკლი კობახიძე

არ ვიცი, ნოშიკო ნამორაძე ქვეყანაშია თუ არა, შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს, ჩვენ პოლიტიკური და სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს – ირაკლი კობახიძე

by admin

ჩვენ პოლიტიკური ნიშნით, სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს. რაც შეეხება უშუალოდ ნოშიკო ნამორაძეს, მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში – არ ვიცი ქვეყანაშია თუ არა, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ნოშიკო ნამორაძის მშენებლობების მიმართ, მე არ მგონია, რომ რაიმე მიდგომა შეცვლილიყოს. რაც შეეხება ბიზნესს, ბიზნესის მიმართ მხარდაჭერა იქნება სრული. ნებისმიერი ბიზნესმენის მიმართ, რომელიც კანონის საფუძველზე შემოიტანს წინადადებებს, იქნება სრული მხარდაჭერა. არის უამრავი ბიზნესმენი, მათ შორის, რომელიც პირდაპირ გამოხატავს მხარდაჭერას ოპოზიციის მიმართ, მათ მიმართაც არის დამოკიდებულება აბსოლუტურად თანასწორი და ეს არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა. ჩვენ პოლიტიკური ნიშნით, სხვა რაიმე ნიშნით არ ვარჩევთ ერთმანეთისგან ბიზნესმენებს. რაც შეეხება უშუალოდ ნოშიკო ნამორაძეს, მე მასთან მაქვს პირადი ურთიერთობა, მათ შორის კომუნიკაციაც მქონდა ბოლო პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ. არ ვიცი ქვეყანაშია თუ არა. კაცი ბიზნესმენია, შეიძლება ბრიტანეთში წავიდეს, შეიძლება დაბრუნდეს, ჩვეულებრივი საქმეა. ეს არ არის ჩემი უფლებამოსილება, რომ ვაკონტროლო, ვინ სად წავა, ეს არის ბიზნესმენის საქმე. ნებისმიერი ბიზნესის მიმართ სახელმწიფო გამოხატავს მხარდაჭერას, მათ შორის, რა თქმა უნდა, ნოშიკო ნამორაძის მიმართაც სახელმწიფო იქნება სრულად მხარდამჭერი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay