6
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ მასშტაბური საჰაერო იერიში განახორციელა, არიან დაშავებულები, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროს დაარტყეს, რის შედეგადაც მაღალსართულიანი შენობა დაზიანდა და სულ მცირე, 14 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი ბავშვი.
თავდასხმის შედეგად ქალაქში ხანძარი გაჩნდა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა. ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.
ასევე, ღამით განხორციელებული მასშტაბური იერიშის ფარგლებში რუსულმა ძალებმა ხარკოვსაც დაარტყეს.
ქალაქ ხარკოვის მერის, იგორ ტერეხოვის ცნობით, დარტყმის შედეგად ქალაქში მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი და გაზსადენი დაზიანდა