კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო მოლდოვა მზადაა “მსურველთა კოალიციას” შეუერთდეს – მაია სანდუ

მოლდოვა მზადაა “მსურველთა კოალიციას” შეუერთდეს – მაია სანდუ

by admin

მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა “მსურველთა კოალიციას” შეუერთდეს.„მოლდოვა მზადაა “მსურველთა კოალიციას” შეუერთდეს. უკრაინის გუნდთან განვიხილეთ, როგორ შეიძლება ეს მოხდეს ჩვენი ნეიტრალიტეტის გათვალისწინებით, თუმცა, ჩვენ უკვე გავუწიეთ დახმარება, კერძოდ, განაღმვის საკითხში“, – განაცხადა სანდუმ უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ კიშინიოვი მზადაა იმუშაოს კონკრეტულ ძალისხმევაზე, რომლის განხორციელებაც მოლდოვას “მსურველთა კოალიციის” ფარგლებში შეუძლია.

ცნობისთვის, 24 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ, „მსურველთა კოალიციაში“ შემავალმა 30-ზე მეტმა ქვეყანამ დაადასტურა თავისი როლი აშშ-ს მხარდაჭერით უკრაინისთვის მრავალშრიანი უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay