კვირა, აპრილი 26, 2026
Home პოლიტიკა თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლის ხმის შემდეგ შენობიდან დონალდ ტრამპის სასწრაფო ევაკუაცია მოხდა

თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლის ხმის შემდეგ შენობიდან დონალდ ტრამპის სასწრაფო ევაკუაცია მოხდა

by admin

თეთრი სახლის კორესპონდენტების ვახშამზე სროლის ხმის შემდეგ შენობიდან პრეზიდენტი დონალდ ტრამპის, პირველი ლედისა და ადმინისტრაციის სხვა მაღალჩინოსნების ევაკუაცია მოხდა.

როგორც CNN-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ადმინისტრაციის წარმომადგენელი აცხადებს, დონალდ ტრამპი არ დაშავებულა და უსაფრთხოდაა. ცნობების თანახმად, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტები გაარიდეს ტერიტორიას.

ღონისძიებას ესწრებოდა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, რომელიც ასევე ევაკუირებული იქნა.

შეიარაღებული პირი იმ სასტუმროში შეღწევას ცდილობდა, სადაც ვახშამი მიმდინარეობდა. პოლიციამ ის დააკავა.

Fox News-ის ცნობით, ეჭვმიტანილი დარბაზში ირაღით შეჭრას ცდილობდა. ტრამპმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ინციდენტის დროს 1 პოლიციელი დაიჭრა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay