კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი და ჯორჯია მელონი ვაშინგტონში, „თეთრი სახლის კორესპონდენტების“ სადილზე მომხდარ სროლას ეხმაურებიან

კირ სტარმერი, ემანუელ მაკრონი და ჯორჯია მელონი ვაშინგტონში, „თეთრი სახლის კორესპონდენტების“ სადილზე მომხდარ სროლას ეხმაურებიან

by admin

შოკირებული ვარ ვაშინგტონში, ღამით „თეთრი სახლის კორესპონდენტების“ სადილზე განვითარებული სცენებით, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ან პრესის თავისუფლებაზე ნებისმიერი თავდასხმა მკაცრად უნდა დავგმოთ“, – წერს გაერთიანებული სამეფოს პრემიერი.

მომხდარს ეხმაურება საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და აცხადებს, რომ დონალდ ტრამპს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

„შეერთებული შტატების პრეზიდენტის წინააღმდეგ შეიარაღებული თავდასხმა მიუღებელია. ძალადობას ადგილი დემოკრატიაში არ აქვს. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ დონალდ ტრამპს“, – აცხადებს მაკრონი.

აშშ-ის პრეზიდენტის, მისი მეუღლისა და ღონისძიებაზე მყოფი ყველა პირის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს იტალიის პრემიერ-მინისტრი, ჯორჯია მელონიც.

„ჩვენს დემოკრატიებში ადგილს ვერანაირი პოლიტიკური სიძულვილი ვერ იპოვის. არ დავუშვებთ, რომ ფანატიზმმა მოწამლოს თავისუფალი დებატებისა და ინფორმაციის ადგილები“, – წერს იტალიის პრემიერი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი “თეთრი სახლის კორესპონდენტთა ასოციაციის” მიერ ორგანიზებული სადილიდან გაიყვანეს მას შემდეგ, რაც შეიარაღებულმა მამაკაცმა უსაფრთხოების სამსახურს ცეცხლი გაუხსნა. სამართალდამცავების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი, 31 წლის მამაკაცი, დაკავებულია და სამედიცინო დაწესებულებაში მკურნალობა უტარდება. მას ბრალს ოფიციალურად ხვალ წაუყენებენ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay