თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტში (ავტობუსი და მიკროავტობუსი) ჩართულ სხვადასხვა შინაარსის ხმოვან შეტყობინებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“სავარაუდო კიბერშეტევის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში სამგზავრო გადახდის სისტემა დროებით გაითიშება. საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე, რომელთა ტექნიკურ მხარდაჭერას კომპანიები – შპს მს+ და შპს აზრი ახორციელებენ, ხარვეზი ფიქსირდება და აუდიო ჩანაწერი ირთვება. პრობლემის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი კომპანიების წარმომადგენლებმა ოპერატიულად დაიწყეს მუშაობა. აპარატები უახლოეს პერიოდში, ხარვეზის გამოსწორებისთანავე ჩაირთვება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, ტრანსპორტი მგზავრებს გადახდის გარეშე მოემსახურება”, – აღნიშნულია თბილისის მერიის განცხადებაში