შაბათი, აპრილი 25, 2026
Home საზოგადოება აბას არაღჩიმ პაკისტანი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა

აბას არაღჩიმ პაკისტანი აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე დატოვა

by admin

ორი პაკისტანელი ოფიციალური პირის განცხადებით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა აბას არაღჩიმ აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარეშე პაკისტანი დატოვა .

Associated Press-ის ცნობით, მაღალი რანგის პაკისტანელი ოფიციალური პირები ისლამაბადის მახლობლად მდებარე აეროპორტში იმყოფებოდნენ, სადაც მას დაემშვიდობნენ. არაღჩიმ მანამდე შეხვედრები გამართა პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფთან, ასევე არმიის მეთაურთან ფელდმარშალ ასიმ მუნირთან და სხვა მაღალჩინოსნებთან. განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ირანის „წითელი ხაზები“ მიმდინარე მოლაპარაკებებში.

Sky News-ის ინფორმაციით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტის დროს პაკისტანში მყოფ შუამავლებს აშშ-ის წინადადებებთან დაკავშირებით საკუთარი მოთხოვნები და ეჭვები გააცნო, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, რა მოთხოვნებზეა საუბარი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay