ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home საზოგადოება მთავრობამ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

მთავრობამ საბერიოში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა

by admin

მთავრობამ ოკუპირებული აფხაზეთის გალის რაიონის სოფელ საბერიოში 5 იანვარს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით 9 იანვარი გლოვის დღედ გამოაცხადა.

5 იანვარს საბერიოში, კერძო სახლში, რომელშიც ჭოლარიების ოჯახი ცხოვრობდა, ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც 5 მცირეწლოვანი დაიღუპა. მათგან ყველაზე პატარა 4 თვის იყო. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ, რომელიც ხანძარს გადაურჩა.

გლოვის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ტერიტორიაზე, ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.

მთავრობამ დაღუპული ბავშვების ოჯახებსა და ახლობლებს კიდევ ერთხელ გამოუცხადა სამძიმარი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay