ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა Fox News -კონგრესში დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ

Fox News -კონგრესში დღეს “ქართული კოშმარის არაღიარების აქტს” წარადგენენ

by admin

Fox News-ის ინფორმაციით, დღეს აშშ-ს კონგრესში წარადგენენ ორპარტიულ კანონპროექტს, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის აღიარებას აკრძალავს.

“ქართული კოშმარის არაღიარების აქტის” ავტორები რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი და დემოკრატი კონგრესმენი სტივ კოენი არიან.

Fox News-ის ასოცირებული პროდიუსერის, ნანა საჯაიას, ინფორმაციით, მათ მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის აღიარება და მასთან ურთიერთობების ნორმალიზება.

“კანონპროექტის თანახმად, იკრძალება ქართული ოცნების მთავრობის რამე ფორმით აღიარება და აღიარებაზე მინიშნება, ისევე როგორც საამისოდ ფედერალური თანხების გამოყოფა”. – წერს საჯაია.

ამასთანავე, გავრცელებული ცნობით, კანონპროექტი ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიიჩნევს.

საჯაიას ცნობით, ივანიშვილის რეჟიმის არაღიარების პრეცედენტად ავტორებს უილსონის მიერ 2023 წელს წარდგენილი “ასადის მთავრობის არაღიარების აქტი” მოჰყავთ, რომელიც კონგრესმა 389 ხმით 32-ის წინააღმდეგ დაამტკიცა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay