ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა ჯო უილსონი “საქართველოს საერთაშორისო მეგობრების” ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი

ჯო უილსონი “საქართველოს საერთაშორისო მეგობრების” ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს და მოუწოდებს ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, უარყონ ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი

by admin

ამერიკელი კონგრესმენი და აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი “საქართველოს საერთაშორისო მეგობრების” ერთობლივ განცხადებას აქვეყნებს, რომელსაც ხელს დასავლელი მაღალჩინოსნები, მათ შორის, ამერიკელი კონგრესმენები, ევროპარლამენტარები, ევროპელი დეპუტატები, ყოფილი ამერიკელი და ევროპელი მაღალჩინოსნები და დიპლომატები აწერენ ხელს:

“ჩვენ, ტრანსატლანტიკოსი კანონმდებლები და ყოფილი უფროსი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებნი პოლიტიკურ სპექტრზე, მოვუწოდებთ ყველა თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობას, მოითხოვოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები საქართველოში და უარყოს ივანიშვილის არალეგიტიმური რეჟიმი. მოვითხოვთ საერთო პოლიტიკას, რომ არცერთი მაღალი რანგის შეხვედრა შედგეს, ერთი მხრივ, თავისუფალ და დემოკრატიულ მთავრობებსა და, მეორე მხრივ, ამ არალეგიტიმურ რეჟიმს შორის სანამ იგი არ დათანხმდება ახალ, წესიერი მონიტორინგის ქვეშ ჩატარებულ არჩევნებს. ამასთანავე, ჩვენ მოვითხოვთ ერთობლივ სანქციებს ივანიშვილის რეჟიმსა და ქართული ოცნების მაღალჩინოსნებსა და პროპაგანდისტებზე, რომლებიც ძირს უთხრიან საქართველოს დემოკრატიასა და სუვერენიტეტს.

ივანიშვილის პარტია ქართულმა ოცნებამ აირჩია, უგულებელყო ოპოზიციისა და საერთაშორისო დამკვირვებლების ლეგიტიმური შეშფოთებები ბოლო არჩევნების შესახებ, მოიწვია ერთპარტიული საკანონმდებლო ორგანო და ცალმხრივად აირჩია ახალი პრეზიდენტი. მათ ღამის საპროტესტო აქციებს, ათასობით მომიტინგის [მონაწილეობით], სასტიკად უპასუხეს. ქართველი ხალხი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს მოითხოვს და ჩვენ მათ გვერდით უნდა დავდგეთ”

ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ:

ჯო უილსონი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე), სტივ კოენი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის ერთ-ერთი ლიდერი), რიჩარდ ჰადსონი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი), მარკ უიზი (კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის წევრი), მიჰალ შჩერბა (ევროპარლამენტარი), ირმა კალნინა (ლატვიის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ეერიკ-ნიილეს კროსი (ესტონეთის პარლამენტის წევრი, PACE-ში ALDE-ის ჯგუფის ვიცე-პრეზიდენტი), მიხაილ როთი (გერმანიის ბუნდესტაგის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ტომ ტუგენჰატი (დიდი ბრიტანეთის პარლამენტის წევრი), მარკო მიჰკელსონი (ესტონეთის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), რადოსლავ ფოგელი (პოლონეთის სეიმის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), გუსტაფ გოთბერგი (შვედეთის პარლამენტის წევრი), ურმას რეინსალუ (ესტონეთის პარლამენტის წევრი), ლია ქუარტაპელე (იტალიის დეპუპატთა პალატის წევრი), რასა იუკნევიჩიენე (ევროპარლამენტარი, საქართველოზე მუდმივი მომხსენებელი), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვის პარლამენტის წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), რიჰარდს კოლსი (ევროპარლამენტარი), მაიკლ გალერი (ევროპარლამენტარი, ევროპის სახალხო პარტიის საგარეო საქმეების კოორდინატორი), ოლექსანდრ მერეჟკო (უკრაინის უმაღლესი რადას წევრი, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე), ჰელმუტ ბრანდსტატერი (ევროპარლამენტარი), დანიუს ჟალიმასი (ევროპარლამენტარი), პაველ ფიშერი (ჩეხეთის სენატის წევრი, საგარეო ურთიერთობების, უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე), სებასტიან ტინკინენი (ევროპარლამენტარი), მიჰალ ვავრიკიევიჩი (ევროპარლამენტარი), ნატალი ლუაზო (ევროპარლამენტარი), აგნიეშკა პომასკა (პოლონეთის სეიმის წევრი), ფილიპო სენსი (იტალიის სენატის წევრი), რენიე ვან ლანშოტი (ევროპარლამენტარი), ულრიჰ ლეჰტე (გერმანიის ბუნდესტაგის წევრი), ბერნარდ გეტა (ევროპარლამენტარი). ხელმომწერებს შორის ასევე არიან 13 ყოფილი დიპლომატი და მაღალჩინოსანი: გაბრიელიუს ლანდსბერგისი (ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი), დევიდ კრამერი (ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი), იან კელი (საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი), ვიოლა ფონ კრამონი (გერმანიის ბუნდესტაგის ყოფილი წევრი), რენდი შონემანი (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის ვიცე-თავმჯდომარე, ჰალიფაქსის უსაფრთხოების საერთაშორისო ფორუმის მრჩეველი), გერალდ კნაუსი (ევროპული სტაბილურობის ინიციატივა), კენეთ იალოვიცი (საქართველოსა და ბელარუსში აშშ-ის ყოფილი ელჩი), ბენ ჰოჯესი (ევროპაში აშშ-ის არმიის ყოფილი მეთაური), ლაურა თორნტონი (გლობალური გემოკრატიის პროგრამებისა და მაკკეინის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოში NDI-ის ყოფილი დირექტორი), ეველინ ფარკასი (მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი და ყოფილი თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე), ჰანა ჰოპკო (უკრაინის გამარჯვების საერთაშორისო ცენტრი, უმაღლესი რადას საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე), ალექსანდრა ჰოლ ჰოლი (საქართველოში დიდი ბრიტანეთის ყოფილი ელჩი) და გერი შმიტი (თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი წარმომადგენელი).

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay