კვირა, დეკემბერი 14, 2025
Home საზოგადოება ბელარუსმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი გაათავისუფლა

ბელარუსმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი გაათავისუფლა

by admin

ბელარუსმა სხვადასხვა ეროვნების 123 პატიმარი გაათავისუფლა, – ინფორმაციას ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ბელტა“ ავრცელებს.

“ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში და მისი თხოვნით, სხვადასხვა ქვეყნის 123 მოქალაქე შეიწყალა”, – აცხადებს ბელარუსის პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

„ბელტას“ ცნობით, გათავისუფლებულ პატიმრებს შორის დიდი ბრიტანეთის, აშშ-ის, ლიეტუვის, უკრაინის, ლატვიის, ავსტრალიისა და იაპონიის მოქალაქეები არიან.

შეგახსენებთ, დღეს აშშ-მა ბელარუსის კალიუმის ინდუსტრიაზე დაწესებული სანქციები მოხსნა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay