კვირა, დეკემბერი 14, 2025
Home საზოგადოება ევროკავშირმა 210 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივები განუსაზღვრელი ვადით გაყინა

ევროკავშირმა 210 მილიარდი ევროს ოდენობის რუსული აქტივები განუსაზღვრელი ვადით გაყინა

by admin

ევროკავშირი რუსული აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვის შესახებ შეთანხმდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ევროკავშირის გადაწყვეტილება ევროპაში რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ ყოველ ექვს თვეში ახალი კენჭისყრის ჩატარების ნაცვლად, აქტივების განუსაზღვრელი ვადით გაყინვას ითვალისწინებს.

“რუსეთის სუვერენული აქტივების გაყინვის გაგრძელების შესახებ საბჭოს გადაწყვეტილებას მივესალმები. რუსეთს ძლიერ სიგნალს ვუგზავნით. ვიდრე ეს სასტიკი აგრესიული ომი გრძელდება, რუსეთის ხარჯები ზრდას განაგრძობს. ეს ძლიერი გზავნილია უკრაინისთვის: გვსურს, რომ ჩვენი მამაცი მეზობელი კიდევ უფრო გაძლიერდეს, როგორც ბრძოლის ველზე, ისე მოლაპარაკებების მაგიდასთან”, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

ცნობისთვის, ევროკავშირის ლიდერები უკრაინის დაფინანსებისა და რეპერაციული სესხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით 18-19 დეკემბერს ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტზე შეიკრიბებიან

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay