კვირა, დეკემბერი 14, 2025
Home მსოფლიო უნგრეთში ბავშვებზე ძალადობის სკანდალის გამო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

უნგრეთში ბავშვებზე ძალადობის სკანდალის გამო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით აქცია გაიმართა

by admin

უნგრეთში დემონსტრანტებმა, ოპოზიციონერი ლიდერის, პიტერ მაგიარის ხელმძღვანელობით, პრემიერმინისტრ ვიქტორ ორბანის ოფისებისკენ მსვლელობა გამართეს და არასრულწლოვანთა დაკავების ცენტრში ძალადობის სკანდალის გამო ორბანს გადადგომისკენ მოუწოდეს.

მიმდინარე კვირაში ოპოზიციონერმა აქტივისტმა ვიდეო ცენტრში ძალადობის ამსახველი ვიდეო გაავრცელა, რის შემდეგაც დაწესებულების მოქმედი დირექტორი თანამდებობიდან გადადგა.

მანამდე, 10 დეკემბერს, უნგრეთის პროკურატურამ განაცხადა, რომ ამ დროისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ბუდაპეშტის არასრულწლოვანთა ცენტრში შვიდი ადამიანი დააკავეს.

თავის მხრივ, ვიქტორ ორბანმა გამოცემა Mandiner-თან ინტერვიუში ძალადობის ფაქტები დაგმო და მათ მიუღებელი და დანაშაულებრივი უწოდა.

ამ კვირის დასაწყისში მთავრობამ უნგრეთის ხუთივე არასრულწლოვანთა გამოსასწორებელი დაწესებულება პოლიციის უშუალო კონტროლის ქვეშ მოაქცია, პარალელურად კი პროკურატურა საქმის გამოძიებას აგრძელებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay