ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home საზოგადოება ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენ წინააღმდეგ, ეს ადამიანი იყო გამოყენებული, როგორც დანარჩენ ახალგაზრდებს იყენებენ ეს უსამშობლოები

ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენ წინააღმდეგ, ეს ადამიანი იყო გამოყენებული, როგორც დანარჩენ ახალგაზრდებს იყენებენ ეს უსამშობლოები

by admin

ირაკლი ზარქუას განცხადებით, სასამართლოს შემდეგ, აბუ-დაბი ჯარიმის საფუძველზე დატოვეს, რომლის ოდენობაც სავარაუდოდ, 3-4 000 დოლარს შეადგენდა – ამის შესახებ ზარქუამ 23 იანვარს, იმედის ეთერში ისაუბრა, სადაც ასევე თქვა, რომ მესამე დღეა, რაც აბუ-დაბიდან ჩამოსულია.

“მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ მხარდამჭერს, ნაცნობს და უცნობს, ვინც გვეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად არის და სწორად მოიქეცით, მაგრამ მე აქვე მინდა დავძინო, ის, რაც მოხდა, არ არის რაღაც საამაყო, უბრალოდ შეურაცხყოფაზე, ყოველთვის ასეთი რეაგირება გვექნება, იმიტომ რომ კაცები ვართ და ქართველები ვართ.

გვეცინებოდა, ეს უსამშობლოები და მათთან აფილირებული ჟურნალისტები თუ პოლიტოლოგები რომ ამბობდნენ, რომ ერთი წელი მიუსაჯეს, 80 000 დოლარი, სიგიჟეებს რომ ჰყვებოდნენ. მარაზმი, არაფერი –  ჯარიმა გამოიწერა დირჰამებში, 10-15-ჯერ უფრო ნაკლები, იქ მეგობრები გვყავდა, რომლებმაც გადაიხადეს და ამ 3-4 000$-ს ბუნებრივია მერე გადავიხდით, თბილისში ვარ და რამენაირად მოვახერხებ. პირველ დღეს ვისხედით საუზმეზე და დაგვადგა. დაიწყო იქ რაღაც სიგიჟეების ძახილი და შემდეგ, რომ გადავიდა შეურაცხყოფაზე და მოხდა ის, რაც მოხდა და მიიღო. თან პოლიციას ეძახდა, სასწაულია, თან მოდიხარ კამერით და მერე პოლიციასთან გარბიხარ, როდესაც მიიღებ მისაღებს. ამით გვეგონა, რომ ამოიწურა. ამის შემდეგ, სასტუმროს წინ, ის მომენტი, როდესაც ცოლ-ქმარმა იქ დადგეს სპექტაკლი, ბუნებრივია, ჩვენც გავეცით პასუხი, მაგრამ ხომ ვერ გაეკიდება, არა – სხვა მოცემულობა იყო. მეორე დილას რომ ვნახე იქ იყო, ის მოხდა, რაც მოხდა, არ მინდა დეტალებში შევიდე, ყველამ ნახა, რაც მოხდა. ამის შემდეგ იყო პოლიცია, დაკითხვები და შემდეგ, რომ ამბობდნენ, ციხეში გადაიყვანეს – რაღაც სიგიჟეებს რომ იძახიან. ეს იყო დაგეგმილი პროვოკაცია ჩვენ წინააღმდეგ. შემდეგ მას აუყვანეს ადვოკატები – ერთი, მერე გამოუცვალეს, თავიდან პრეტენზიები არ მქონდაო, მერე ჯგუფური თავდასხმა, აქედან იყო მართული და ემესიჯებოდნენ და ასე შემდეგ, ასე შემდეგ და ნუ, ერთი ვიცი, რომ ეს ადამიანი იყო გამოყენებული, როგორც დანარჩენ ახალგაზრდებს იყენებენ ეს უსამშობლოები.

პირი, რომელმაც სასტუმროში ლაშა გაბიტაშვილის მიმართულებით თეფში ისროლა, ჩვენთან ერთად არ იყო, მას საერთოდ არ ვიცნობდით, იქ იყო ისვენებდა ოჯახთან ერთად და ეტყობა, რომ ამოუვიდა ყელში ამათი პროვოკაციები, გააქანა თეფში და მოხვდა პერსონალს და შემდეგ ისიც ამ ჯარიმის ქვეშ მოექცა, არც გვაქვს რამე შეხება.” – განაცხადა ზარქუამ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay