ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა თეონა აქუბარდია – ერთობლივ წერილს ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას და ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას

თეონა აქუბარდია – ერთობლივ წერილს ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას და ვითხოვთ მზია ამაღლობელის და ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლებას

by admin

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, თეონა აქუბარდია განცხადებით, ქალი პოლიტიკოსები ერთობლივი წერილით მიმართავენ საერთაშორისო თანამეგობრობას და ყველა იმ ორგანიზაციას, რომელიც მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს, რომ “ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელი გათავისუფლდეს და შეწყდეს რეპრესიები მედიის წინააღმდეგ.

“ჩვენ გვაქვს წერილი, რომელსაც ვუგზავნით საერთაშორისო თანამეგობრობას, ყველა იმ ორგანიზაციას რომელიც მედიის და ჟურნალისტების უფლებებზე მუშაობს. ამ წერილს უერთდება ყველა ის ქალი პოლიტიკოსი, რომელიც არის სოლიდარული მზია ამაღლობელის მიმართ. ერთობლივი წერილით ვითხოვთ, მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ასევე იმას, რომ შეწყდეს რეპრესიები მედიის წინააღმდეგ. გათავისუფლდეს საპატიმროდან მზია ისევე, როგორც ყველა პოლიტპატიმარი. მინდა წაგიკითხოთ გვარები: თეონა აქუბარდიათინა ბოკუჩავახატია დეკანოიძესოფო ჯაფარიძეეკა ხერხეულიძეელენე ხოშტარიათამარ კორძაიაანა ნაცვლიშვილისალომე სამადაშვილიხათუნა სამნიძეანა წითლიძექეთევან თურაზაშვილი.

დარწმუნებული ვარ, რომ კიდე უფრო მეტი კოლეგა შემოგვიერთდება. მთავარი არის ის, რომ შეწყდეს ზეწოლა და შიმშილობა. 12 დღიანი შიმშილობა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში აგდებს მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობას, იყოს დასრულებული და ის იყოს თავისუფალი”, – განაცხადა აქუბარდიამ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay