უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა ისეთ კომპრომისზე არ წავა, რომელიც უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციის ნაწილად აღიარებას ითვალისწინებს, ყველა მოკავშირის მხრიდან სერიოზული ზეწოლის შემთხვევაშიც კი:
“მთელი მსოფლიოს მოკავშირეები რომც გაერთიანდნენ, ჩვენ მაინც არ ვაღიარებთ ოკუპირებულ ტერიტორიებს. ეს შეუძლებელია. ჩვენ იურიდიულად არ ვაღიარებთ მათ. ჩვენთვის ისინი ყოველთვის დარჩებიან ოკუპირებულ ტერიტორიებად, სანამ იქ არ დავბრუნდებით. პუტინის სუბიექტივიზირება ამ ისტორიაში არ შეიძლება. მან ყველაფერი დაარღვია. ის დამნაშავეა და ეს უნდა გააცნობიეროს. მაგრამ ის ვერ შეჩერდება, თუ მასთან თანაბარ პირობებში ვისაუბრებთ, ეს უკრაინისთვის მარცხია, ჩვენ ყველა შესაძლებლობა უნდა მოვიძიოთ, რათა ომის ცხელ ფაზას ბოლო მოვუღოთ. ეს პირველხარისხოვანი საკითხია. მოლაპარაკება შეიძლება ბევრჯერ გაიმართოს, მაგრამ მთავარი – აქტიური ფაზის შეჩერებაა. ეს არის უსაფრთხოების ნომერ პირველი გარანტია”