აშშ-მა ჩინურ ნავთობგადამამუშავებელ კომპანიასა და ირანის „ჩრდილოვან ფლოტს“ სანქციები დაუწესა, – ინფორმაციას აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი ავრცელებს.
აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტმა სანქციები ჩინური ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის, Hengli Petrochemical-ისა და ირანის „ჩრდილოვანი ფლოტის“ დაახლოებით 40 კომპანიისა და გემის წინააღმდეგ დააწესა.
„ჩინეთში დაფუძნებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ირანის ეკონომიკის მხარდაჭერის საქმეში. Hengli ირანული ნედლი ნავთობისა და სხვა ნავთობპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მომხმარებელია, რომელმაც მილიარდობით დოლარის ღირებულების ირანული ნავთობი შეიძინა“, – ნათქვამია ხაზინის დეპარტამენტის განცხადებაში.
ასევე, აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა ირანთან დაკავშირებული რამდენიმე კრიპტოვალუტის საფულის წინააღმდეგ სანქციები დააწესა და 344 მილიონი დოლარის ღირებულების კრიპტოვალუტა გაყინა.
„ოპერაცია „ეკონომიკური მრისხანება“ მიზნად ისახავს ირანის რეჟიმზე ფინანსური ზეწოლის გაძლიერებას, ახლო აღმოსავლეთში მისი აქტივობის და ბირთვული ამბიციების შეზღუდვას“, – განაცხადა სკოტ ბესენტმა