კვირა, აპრილი 26, 2026
Home საზოგადოება ზარქუას და სანიკიძეს ჯარიმები დაეკისრათ, ახლა ორივე თბილისშია – მდინარაძე

ზარქუას და სანიკიძეს ჯარიმები დაეკისრათ, ახლა ორივე თბილისშია – მდინარაძე

by admin

მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ ირაკლი ზარქუასა და ვიქტორ სანიკიძეს აბუ დაბიში მომხდარი ინციდენტის გამო ჯარიმები დაეკისრათ. მდინარაძე ასევე ამბობს, რომ ახლა უკვე ორივე მათგანი თბილისში იმყოფება:

“ირაკლი ზარქუა და ვიქტორ სანიკიძე თბილისში არიან. ისინი ოფიციალურად, ფორმალურად პატიმრობაში არ ყოფილან. ორი დღის განმავლობაში საკმაოდ ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. თავიდან, დღენახევარი ორივე აბუ დაბის პოლიციის განყოფილებაში იყო, შემდეგ კი სასტუმროში. მერე სამართალწარმოება დასრულდა, დატოვეს აბუ დაბი და ახლა არიან თბილისში. სამართალწარმოება დასრულდა და თუ არ ვცდები, ჯარიმები იყო. ყველას, ორივე მხარეს, რაღაც ჯარიმები დაეკისრა. ჯარიმა რამდენი იყო, არ მახსოვს, მაგრამ იმდენი არ იყო, თქვენ რასაც ავრცელებთ – ერთ-ერთმა დაწერა დღეს, $50 000 თუ $100 000 – ამასთან მიახლოებული რიცხვი არ ყოფილა, ისინი სამართალდამრღვევები არიან, მაგრამ არა ის, რაც თქვენ გაინტერესებდათ, დამნაშავეები და კრიმინალები”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay