აბას არაღჩიმ ისლამაბადში ვიზიტისას პაკისტანელ ოფიციალურ პირებს აშშ-სთან მოლაპარაკებებში ირანის მოთხოვნების სია გადასცა, – ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გამოცემის წყაროს ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანში შუამავლებს თეირანის მოთხოვნები წარუდგინა, ასე აშშ-ის მოთხოვნებთან დაკავშირებით ირანის ეჭვები გააცნო.
ცნობისთვის, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ ისლამაბადში მოლაპარაკებები პაკისტანელ კოლეგასთან, იშაქ დარისთან და პაკისტანის არმიის მეთაურთან, ასიმ მუნირთან გამართა.
ამასთან, ირანული მხარის ცნობით, შაბათ-კვირას ისლამაბადში აშშ-ის დელეგაციასთან მოლაპარაკებები დაგეგმილი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის პრესსპიკერმა კეროლაინ ლევიტმა განაცხადა, რომ აბას არაღჩისთან მოლაპარაკებების მიზნით აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები ჯარედ კუშნერი და სტივ უიტკოფი დღეს პაკისტანში გაემგზავრებიან