მერაბ დვალიშვილმა UFC-ის სუპერმსუბუქი წონის საჩემპიონო ქამარი დაიცვა.
ქართველმა მებრძოლმა რუსეთის სახელით მებრძოლი უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა.
მერაბ დვალიშვილმა უმარ ნურმაგომედოვი ხუთრაუნდიან ბრძოლაში მსაჯების გადაწყვეტილებით დაამარცხა.
პირველი რაუნდი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და მებრძოლებმა რამდენიმე დარტყმა გაცვალეს, მსგავსად წარიმართა მეორე რაუნდიც.
მესამე რაუნდში მერაბის უპირატესობა გამოიკვეთა, დვალიშვილმა რუსი მეტოქე ორჯერ პარტერში გადაიყვანა.
დვალიშვილის დომინაცია მეოთხე და მეხუთე რაუნდებშიც გაგრძელდა და მეტოქეს არაერთი დარტყმა მიაყენა, ნურმაგომედოვს არაფერი გამოსდიოდა და რუს მებრძოლს დაღლაც დაეტყო.
საბოლოოდ, მსაჯთა გადაწყვეტილებით გამარჯვება მერაბ დვალიშვილმა მოიპოვა და საჩემპიონო ქამარი წარმატებით დაიცვა.
შეგახსენებთ, მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონობა გასულ სექტემბერს, UFC 306-ზე მოიპოვა. ქართველი “მანქანა” ამ მომენტისთვის 12-მატჩიან წაუგებელ სერიაზეა
ცნობისთვის, ნურმაგომედოვისთვის ეს MMA-ში პირველი მარცხი იყო, აქამდე რუსი მებრძოლის ანგარიშზე 18 გამარჯვება და 0 მარცხი იყო