კვირა, აპრილი 26, 2026
Home მსოფლიო საფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს

საფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს

by admin

საფრანგეთმა და საბერძნეთმა თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაახანგრძლივეს, – ინფორმაციას გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი, კირიაკოს მიცოტაკისი ათენში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ 2021 წელს გაფორმებული თავდაცვის ხელშეკრულების მოქმედების ვადა კიდევ 5 წლით გაახანგრძლივონ.

„ფრანგულ-ბერძნული ურთიერთობები ნათელი მაგალითია იმისა, რომ აუცილებელია ევროპელებმა მეტი ევროპული პროდუქცია შეიძინონ, მეტი ევროპული პროდუქცია აწარმოონ და მეტი ევროპული ინოვაცია შექმნან“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ასევე, მხარეებმა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ბირთვული ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის შესახებ რამდენიმე შეთანხმება გააფორმეს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay