აზერბაიჯანი და უკრაინა ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში მხარს უჭერენ და ეს მომავალშიც გაგრძელდება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
“მე მახსოვს 2023 წლის იანვარში კიევში ჩემი ვიზიტი. მაშინ თქვენთან (ვოლოდიმირ ზელენსკი) მოსაზრებების გაცვლამ და ჩვენ შორის შემდგომმა კონტაქტებმა უკრაინა-აზერბაიჯანის ურთიერთობები მაღალ დონეზე აიყვანა. ჩვენს თანამშრომლობას ძალიან ძლიერი პოლიტიკური საფუძველი აქვს. სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი ვითარდება როგორც აზერბაიჯანში, ისე უკრაინაში და აქ ერთობლივი წარმოებისთვის შესანიშნავი შესაძლებლობები არსებობს“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
ასევე, აზერბაიჯანული მედია წერს, რომ მხარეებმა დრონების საწინააღმდეგო ტექნოლოგიების სფეროში თანამშრომლობის საკითხიც განიხილეს