კვირა, აპრილი 26, 2026
Home კულტურა ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის იზოლატორიდან გამოუშვეს, უშვებენ სხვა გამოკითხულებსაც

ლაშა გაბიტაშვილი აბუ-დაბის იზოლატორიდან გამოუშვეს, უშვებენ სხვა გამოკითხულებსაც

by admin

აბუ-დაბიში რადიო თავისუფლების წყაროს ცნობით, 16 იანვარს, თითქმის სამდღიანი გამოკითხვების დასრულების შემდეგ, პოლიციიდან გამოუშვეს ლაშა გაბიტაშვილი, – რომელსაც „ქართული ოცნების“ წევრები თავს დაესხნენ.

პარალელურად, პოლიციიდან უშვებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებსაც, მათ შორის ვიქტორ სანიკიძესა და ირაკლი ზარქუას; წყაროს ცნობით, ყველა მათგანი 14 იანვრის შემდეგ პოლიციაში იმყოფებოდა.

წყაროს ცნობითვე, ყველა მათგანი გამოშვებულია სასამართლო სხდომამდე, რომელიც მომდევნო კვირაში გაიმართება.

მანამდე მათ არაბთა გაერთიანებული საამიროების დატოვება ეკრძალებათ. რადიო თავისუფლება ცდილობს ინფორმაციის დაზუსტებას ოფიციალურ სტრუქტურებთანაც. ლაშა გაბიტაშვილის გამოშვების შესახებ ინფორმაციას გაბიტაშვილის მეგობრებზე დაყრდნობით ავრცელებს.

შეგსხსენებთ, ინციდენტში ფიგურირებდნენ ლაშა გაბიტაშვილი, „ქართული ოცნების“ დეპუტატები: ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული და მათი თანხმლები პირი გიორგი გოგოლაძე

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay