შაბათი, აპრილი 4, 2026
Home კულტურა ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

ნაყოფიერი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა საქართველოს პარლამენტის სპიკერთან – ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი

by admin

სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რანგში – ძალიან კარგი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, – ამის შესახებ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პერე ჟოან პონს სამპიეტრომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან შალვა პაპუაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

“ძალიან კარგი და გულწრფელი შეხვედრა გვქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვისაუბრეთ 2024 წლის ანგარიშის შედეგებთან დაკავშირებით. ეს ჩვენი პირველი შეხვედრა იყო. ის საინტერესო იყო და ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა. განვიხილავთ ყველა საკითხს, რაც ამ ქვეყანას აწუხებს და შემდეგ გავმართავთ პრესკონფერენციას, რადგან მინდა, ყველა მოსაზრება და მონაცემი მოვისმინო და ამის შემდეგ ვისაუბრებთ”, – აღნიშნა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay