კვირა, აპრილი 26, 2026
Home პოლიტიკა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გლდანის ციხეში ანდრო ჭიჭინაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ხვდებიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია გლდანის ციხეში ანდრო ჭიჭინაძეს და ზვიად ცეცხლაძეს ხვდებიან

by admin

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ( PACE) დელეგაციის წევრები გლდანის ციხეში მივიდნენ, სადაც მსახიობ ანდრო ჭიჭინაძესა და აქტივისტ ზვიად ცეცხლაძეს მოინახულებენ. PACE-ის დელეგაცია ანდრო ჭიჭინაძეს ადვოკატთან ერთად ხვდება, რის შემდეგაც შეხვდებიან ზვიად ცეცხლაძესაც.

“გავუზიარებ ინფორმაციას, იურიდიულ ნაწილს, ასევე თავად მსახიობი ისაუბრებს საკუთარ შეფასებებზე, იმ აქციაზე, რომელშიც ის იღებდა მონაწილეობას. გავუზიარებთ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ არანაირ ძალადობას, მითუმეტეს ორგანიზებას არ ჰქონია ადგილი. ქეისი, სავარაუდოდ, მოხვდება ამ ანგარიშში. ჩემი შეფასებით, არსებობს ყველანაირი საფუძველი, რომ ეს საქმე, როგორც ჩვენ ვაღიარეთ ასევე ევროპელმა მეგობრებმა აღიარონ, როგორც პოლიტიკურად მოტივირებული, ხოლო ანდრო ჭიჭინაძე, როგორც პოლიტპატიმარი” – ამბობს ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშილი.

ცნობისთვის, PACE-ს დელეგაიის წევრები დღეს 3 ოპოზიციური გაერთიანების: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა და ძლიერი საქართველოს ლიდერებს შეხვდნენ. ასევე სახლში შეხვდნენ გიორგი გახარიას

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay