შაბათი, ივნისი 6, 2026
Home კულტურა ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება არის მიღებული პრაქტიკა – შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება, რატომაც არა

ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება არის მიღებული პრაქტიკა – შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება, რატომაც არა

by admin

ფასების გრძელვადიანი რეგულაცია და ალტერნატიული ქსელის განვითარება არის მიღებული პრაქტიკა. შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია, ამ ზომასაც მივმართავთ, – ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების ფასების რეგულირებასთან დაკავშირებით განუცხადა.

“მთავარია, რომ პრობლემის გადაწყვეტის გზები ერთად გამოვნახოთ, ეს უნდა გამოვნახოთ ბიზნესთან ერთად. ჩვენ ერთად უნდა გამოვავლინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა. ბუნებრივია, გაგრძელდება კონსულტაციები, პირველ რიგში, ბიზნესთან ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება კონკრეტულ ზომებს რაც შეიძლება იყოს მიღებული, ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან რთული იქნება გარკვეული რეგულაციების დაწესება უშუალოდ მარკეტების რაოდენობასთან დაკავშირებით. ასეთი პრაქტიკაც არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში ალბათ რთული იქნება დღევანდელ ეტაპზე ასეთი რეგულაციების შემოღება. რაც შეეხება ფასების გრძელვადიან რეგულაციას და ალტერნატიული ქსელის განვითარებას, ეს არის მიღებული პრაქტიკა სხვადასხვა სექტორში. ჩვენ შევისწავლით შესაბამის საერთაშორისო პრაქტიკას და თუ მივიჩნევთ, რომ ეს არის კარგი საშუალება საქართველოში გრძელვადიან პერსპექტივაში ფასების რეგულირებისთვის, რატომაც არა, ბუნებრივია, ამ ზომასაც მივმართავთ”, – განაცხადა კობახიძემ

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay