კვირა, აპრილი 26, 2026
Home პოლიტიკა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ

by admin

პარტია გახარია საქართველოსთვის ინფორმაციით, საქართველოში ვიზიტით მყოფი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლები, კლოდ კერნი და ედიტ ესტრელა, კომიტეტის სამდივნოს ხელმძღვანელის მოადგილე, ბას კლაინი გიორგი გახარიას სახლში ეწვივნენ.

პარტიის ცნობით, შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი საქართველოში არჩევნების შემდგომ განვითარებული მოვლენები და ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენა იყო.

იქამდე, PACE-ს დელეგაიის წევრები  3 ოპოზიციური გაერთიანების: კოალიცია ცვლილებისთვის, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობისა და ძლიერი საქართველოს ლიდერებს შეხვდნენ.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay