ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home საზოგადოება ახალი თეატრი – სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით

ახალი თეატრი – სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით

by admin

ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები: „მე გადმოვცურავ ზღვას“, „ალუბლის ბაღი“, “მეფე ლირი” გაუქმდა, მიზეზი მსახიობ ანდრო ჭიჭინაძის პატიმრობაში ყოფნაა.

ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ, 8, 9, 20, 21/01 “მე გადმოვცურავ ზღვას”; 13 / 01 “ალუბლის ბაღი”; 22 /01 “მეფე ლირი” გაუქმდა.

ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით. ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე TKT.GE ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი ) გილოცავთ შობას. იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 დეკემბერს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, ანდრო ჭიჭინაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

 

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay