ფეისბუქისა და ინსტაგრამის მფლობელი კომპანია Meta ფაქტ-ჩექინგის ფუნქციას აუქმებს და მას “საზოგადოების შენიშვნებით” ანაცვლებს. CNN-ის ინფორმაციით Meta-ს ფეისბუქსა და ინსტაგრამზე კონტენტის გადახედვის პოლიტიკაში ცვლილებები შეაქვს და ფაქტ-ჩექინგის ფუნქციაზე უარს ამბობს. მათ ნაცვლად იქნება მომხმარებლების მიერ შექმნილი „საზოგადოების შენიშვნები“, როგორიც პლატფორმა X-ზე (ყოფილ Twitter-ზე) არსებობს.
“ფაქტ-ჩექერები პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებულები იყვნენ და უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს. ის, რაც დაიწყო როგორც უფრო ინკლუზიურად ყოფნის მოძრაობა, სულ უფრო მეტად გამოიყენებოდა მოსაზრებების ჩასახშობად და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების გასაჩუმებლად და ეს ზედმეტად შორს წავიდა”, – განაცხადა Meta-ს მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა, მარკ ცუკერბეგმა გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.