სამშაბათი, სექტემბერი 1, 2026
Home მსოფლიო პოლონეთის გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

პოლონეთის გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სამხედრო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს

by admin

პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა 31 აგვისტოს განაცხადა, რომ პოლონურმა ავიაგამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს.

მისი ცნობით,  რუსულ თვითმფრინავს ქვეყნის საჰაერო სივრცე არ დაურღვევია.

“რუსეთმა კიდევ ერთხელ გამოსცადა ჩვენი შეკავებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემები. შუადღემდე ცოტა ხნით ადრე, ლების ჩრდილოეთით 30 კილომეტრში, ჩვენმა  Il-20 ტიპის  გამანადგურებლებმა რუსულ სადაზვერვო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს. ბალტიის ზღვის თავზე პოლონეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ადგილი არ ჰქონია”, – აცხადებს მინისტრი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay