კვირა, აგვისტო 30, 2026
Home მსოფლიო ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ვიზიტისას ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის სამმხრივი შეხვედრის გამართვას სთავაზობდა – Axios

ჯონ რეტკლიფი მოსკოვში ვიზიტისას ტრამპის, ზელენსკისა და პუტინის სამმხრივი შეხვედრის გამართვას სთავაზობდა – Axios

by admin

Axios-ის ინფორმაციით, აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა მიმდინარე კვირის დასაწყისში მოსკოვში საიდუმლო ვიზიტისას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა, რომლის მიზანიც ომის დასრულება იქნებოდა.

გამოცემის წყაროების ცნობით, რეტკლიფის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი იყო გაერკვია, შეძლებდნენ თუ არა რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები პუტინის დარწმუნებას, რომ აშშ-ის შუამავლობით უკრაინასთან მოლაპარაკებების განახლებისკენ გადაედგა ნაბიჯი.

Axios-ის ცნობით, პარასკევს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის რეტკლიფის მოსკოვში გამართული მოლაპარაკებებისა და სამმხრივი სამიტის ჩატარების წინადადების შესახებ აცნობეს.

ტრამპის ადმინისტრაციას მსგავსი იდეა მანამდეც ჰქონდა შეთავაზებული. ზელენსკიმ წინადადებას მხარი დაუჭირა, თუმცა პუტინმა ის უარყო.

სამშაბათს რეტკლიფი საიდუმლოდ ჩავიდა მოსკოვში, სადაც რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელ სერგეი ნარიშკინსა და რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორს, ალექსანდრ ბორტნიკოვს შეხვდა.

ტრამპმა განაცხადა, რომ რეტკლიფის ვიზიტი „რუტინული“ იყო და მისი მიზანი რუსეთის გაფრთხილება არ ყოფილა ნატო-ზე შესაძლო თავდასხმის საფრთხის შესახებ.

Axios-ის წყაროების ინფორმაციით, ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის აცნობეს, რომ რეტკლიფმა მოსკოვში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესაძლებლობაც განიხილა.

The New York Times-ის ცნობით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვთან მოლაპარაკებებისას CIA-ს დირექტორმა რუსეთის არმიისთვის საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობის შესახებ პესიმისტური შეფასება გააკეთა.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay