აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი, სავარაუდოდ, ყოველკვირეულად ახალ მეორად სანქციებს გამოაქვეყნებს, რომელიც მიზნად ისახავს ირანზე ეკონომიკური ზეწოლის გაზრდას.
ბესენტმა Reuters-ს განუცხადა, რომ სანქციები თავდაპირველად ბანკებზე იქნება ორიენტირებული.
პარასკევს, ეგვიპტის Banque Misr-ის არაბთა გაერთიანებული საემიროების ფილიალებისთვის ირანთან სავარაუდო ფინანსური კავშირების გამო სანქციების დაწესების შემდეგ, ბესენტმა ინტერვიუში განაცხადა, რომ შემდეგი ნაბიჯი შეიძლება იყოს დოლარზე დაფუძნებული ფინანსური სისტემიდან ინსტიტუტის სრული გამოთიშვა.
„ყოველკვირეულად კიდევ უფრო მეტ ასეთ შემთხვევას ნახავთ. ვიწყებთ ბანკებით და ვეუბნებით ბანკებს, რომ ირანული ფულის ქონა და რეჟიმის დახმარება არ არის მისაღები“, – აღნიშნა ბესენტმა.
მისი თქმით, აპირებს, „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრებსა და ცენტრალური ბანკების მმართველებს გადასცეს გზავნილი, რომ გაწყვიტონ ეკონომიკური კავშირები ირანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მეორადი სანქციები დაეკისრებათ