სამშაბათი, სექტემბერი 1, 2026
Home სპორტი ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა

by admin

ლიონელ მესიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა, – ამის შესახებ ინფორმაცია არგენტინელმა ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.

“ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მსურს ყველას გაცნობოთ, რომ ეროვნულ ნაკრებს ვტოვებ. ეს მტკივნეული გადაწყვეტილება იყო, რომელიც ტკივილს იწვევს, მაგრამ ვხვდები, რომ ახლა შესაფერისი მომენტია”, – დაწერა მესიმ.

ლიონელ მესის არგენტინის საფეხბურთო ნაკრების ისტორიაში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული და ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი. 39 წლის ფეხბურთელმა არგენტინის ნაკრების მაისურით 207 მატჩი ჩაატარა და 125 გოლი გაიტანა.

მესი არგენტინის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიო ჩემპიონი (2022), ოლიმპიური ჩემპიონი (2008) და ორგზის კოპა ამერიკის გამარჯვებულია (2021, 2024)

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay