სამშაბათი, სექტემბერი 1, 2026
Home მსოფლიო აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა

by admin

აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს შეხვდა, – ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

სკოტ ბესენტი რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს ჩრდილოეთ კაროლინას შტატის ქალაქ ეშვილში, „დიდი ოცეულის“ ფინანსთა მინისტრების შეხვედრის ფარგლებში შეხვდა.

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტის ცნობით, ბესენტმა რუს კოლეგასთან უკრაინაში ომის დასრულების საკითხი და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის „სამშვიდობო გეგმა“ განიხილა.

Fox Business-ის ინფორმაციით, ბესენტმა სილუანოვთან აშშ-ის მიერ გასულ წელს მომზადებულ 28-პუნქტიან „სამშვიდობო გეგმაზე“ ისაუბრა.

ცნობისთვის, 28-პუნქტიანი „სამშვიდობო გეგმა“ აშშ-მა გასული წლის ნოემბერში წარადგინა. გეგმის თავდაპირველი ვერსია უკრაინის მხრიდან ტერიტორიულ დათმობებს, სამხედრო ძალების რაოდენობის შეზღუდვასა და ნატო-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას მოიცავდა. მოგვიანებით, უკრაინისა და ევროპული ქვეყნების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების შედეგად, გეგმა 20 პუნქტამდე შემცირდა, თუმცა რუსეთმა განახლებული „სამშვიდობო გეგმა“ უარყო.

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay