ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home საზოგადოება მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა

მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრა და დაბადების დღე მიულოცა

by admin

მიხეილ ყაველაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორე დაბადების დღე მიულოცა.

პრესსამსახურის თანახმად, მიხეილ ყაველაშვილი ილია მეორე საპატრიარქოში ესტუმრა და ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.

როგორც მიხეილ ყაველაშვილმა აღნიშნა, ქართველ ერს ილია მეორის ლოცვა, სიბრძნე და სულიერი სიმტკიცე აძლიერებს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე დღეს 93 წლის გახდა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay