ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home მსოფლიო ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გრენლანდია, ის რუსული და ჩინური გემებითაა გარშემორტყმული და აშშ-ის ის თავდაცვისთვის სჭირდება – დონალდ ტრამპი

ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გრენლანდია, ის რუსული და ჩინური გემებითაა გარშემორტყმული და აშშ-ის ის თავდაცვისთვის სჭირდება – დონალდ ტრამპი

by admin

ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეტენზია გრენლანდიაზე ნამდვილად აქვს. ეს განცხადება მან ამერიკულ გამოცემა The Atlantic-თან ინტერვიუში გააკეთა.

“ჩვენ ნამდვილად გვჭირდება გრენლანდია, აბსოლუტურად გვჭირდება”, – განაცხადა ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნა, რომ გრენლანდია რუსული და ჩინური გემებითაა გარშემორტყმული და შეერთებულ შტატებს ის თავდაცვისთვის სჭირდება.

შეგახსენებთ, ტრამპმა ამავე ინტერვიუში განაცხადა, რომ თუ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტი და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი  დელსი როდრიგესი სწორად არ მოიქცევა დიდი ფასს გადაიხდის.

“თუ ის სწორად არ მოიქცევა, ძალიან დიდ ფასს გადაიხდის, შესაძლოა უფრო დიდს, ვიდრე მადურო”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay