ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home საზოგადოება ილია მეორეს დიდი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს – საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება – ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები

ილია მეორეს დიდი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს – საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება – ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები

by admin

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს დაბადების დღეს ულოცავენ.

“სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, დიდი სიყვარულითა და უდიდესი პატივისცემით ვულოცავთ დაბადების დღეს!

თქვენო უწმინდესობავ, გვსურს გამოვხატოთ მადლიერება იმ რთული და გამოწვევებით აღსავსე ისტორიული გზისთვის, რომელიც ჩვენს ხალხსა და ქვეყანას ღირსეულად გაატარეთ.

ჩვენი ერის ტკივილისა და სიხარულის გაზიარება, მის მომავალზე ზრუნვა, ის რთული და საპასუხისმგებლო, ამავდროულად კი საპატიო მისიაა, რომელსაც წლებია ღირსეულად ასრულებთ, ამიტომაცაა, რომ თქვენი სიტყვა და დარიგება საზოგადოებისათვის მტკიცე სულიერ საყრდენად იქცა.

განვლილი წლების მანძილზე საქართველოსთვის და ქართველი ხალხისთვის თქვენ იმაზე გაცილებით მეტი გააკეთეთ, ვიდრე ეს ერთ ადამიანს, თუნდაც ქვეყნის სულიერ მამას ხელეწიფება.

თქვენი ლოცვა და სიბრძნე თან სდევს ჩვენს ქვეყანას ყველგან და ყოველთვის, შეუფასებელია თქვენი როლი საზოგადოების სიმტკიცეში, რადგან თითოეული თქვენი სიტყვა სიყვარულსა და რწმენას ეფუძნება.

კიდევ ერთხელ გილოცავთ დაბადების დღეს, გისურვებთ ჯანმრთელობას და მხნეობას საქართველოს საიმედოდ და საკეთილდღეოდ” , – ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მილოცვაში

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay