ორშაბათი, აპრილი 27, 2026
Home პოლიტიკა ჩვენ მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიგვაჩნდა და მისი რეჟიმის დასრულების გამო ცრემლებს არ ვღვრით – კირ სტარმერი

ჩვენ მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიგვაჩნდა და მისი რეჟიმის დასრულების გამო ცრემლებს არ ვღვრით – კირ სტარმერი

by admin

ჩვენ მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიგვაჩნდა და მისი რეჟიმის დასრულების გამო ცრემლებს არ ვღვრით, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიკ სტარმერი X-ზე წერს.

“დიდი ბრიტანეთი დიდი ხანია მხარს უჭერს ვენესუელაში ხელისუფლების გადაცემას.

ჩვენ მადურო არალეგიტიმურ პრეზიდენტად მიგვაჩნდა და მისი რეჟიმის დასრულების გამო ცრემლებს არ ვღვრით.

დღეს დილით კიდევ ერთხელ დავადასტურე ჩემი მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლის მიმართ.

დიდი ბრიტანეთის მთავრობა უახლოეს დღეებში განიხილავს არსებულ ვითარებას ამერიკელ კოლეგებთან ერთად, რათა ლეგიტიმური მთავრობისთვის, რომელიც ვენესუელის ხალხის ნებას ასახავს,  ხელისუფლების გადაცემა უსაფრთხოდ და მშვიდობიანად იყოს უზრუნველყოფილი”, – წერს სტარმერი

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay