კრემლის პრესსპიკერი დმიტრი პესკოვი საფრანგეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლითაც ულტრამემარჯვენე პარტია, ეროვნული ერთობის ლიდერი, მარინ ლე პენი დამნაშავედ ცნეს.
“სულ უფრო და უფრო მეტი ევროპული დედაქალაქი ადგას დემოკრატიული ნორმების გათელვის გზას. რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა ჩავერიოთ საფრანგეთის შიდა საქმეებში, ეს არასდროს გვიქნია, თუმცა ზოგადად, ჩვენი დაკვირვებები ევროპულ დედაქალაქებზე აჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკური პროცესის განმავლობაში სულაც არ ერიდებიან დემოკრატიის ფარგლებს გასცდნენ”. – აღნიშნა კრემლის სპიკერმა.
ცნობისთვის, 31 მარტს საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ ცნო და 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 4 წლისგან 2 ალტერნატიული სახის პატიმრობა იქნება. ლე პენს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდაც მოუწევს.
ამასთან, ფრანგ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 5 წლით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა