შაბათი, აპრილი 18, 2026
Home მსოფლიო ირანისა და პაკისტანის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ და ირანსა და აშშ-ს შორის გაცვლილ შეტყობინებებს განიხილავენ

ირანისა და პაკისტანის წარმომადგენლები შეხვედრას გამართავენ და ირანსა და აშშ-ს შორის გაცვლილ შეტყობინებებს განიხილავენ

by admin

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ პაკისტანის არმიის ფელდმარშალ ასიმ მუნირსა და მის დელეგაციას უმასპინძლა.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში არაღჩიმ მადლობა გადაუხადა პაკისტანს აშშ-თან მოლაპარაკებების მასპინძლობისთვის, რაც, მისი თქმით, ორი ქვეყნის ურთიერთობის სიღრმესა და სიმტკიცეს ასახავს.

“ჩვენი ვალდებულება რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის მიმართ ურყევია და ეს ვალდებულება ჩვენ შორის საერთოა”, – განაცხადა აბას არაღჩიმ.

ცნობისთვის, მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პაკისტანის მთავარი მომლაპარაკებელი, არმიის ფელდმარშალი ასიმ მუნირი  თეირანში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გზავნილით ჩავიდა.

გასული კვირის ბოლოს აშშ-სა და ირანს შორის პაკისტანში მაღალი დონის შეხვედრებზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. გავრცელებული ცნობით, ირანი პაკისტანის მეშვეობით აშშ-თან შეტყობინებების გაცვლას აგრძელებს

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay