7
აშშ-ის ბლოკადის გაგრძელების შემთხვევაში, სპარსეთის ყურეში, წითელ ზღვასა და ომანის ყურეში სავაჭრო გადაზიდვებს არ დავუშვებთ, – ამის შესახებ განცხადებას ირანის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.
ირანის შეიარაღებული ძალების ცენტრალური შტაბის განცხადებით, აშშ-ის მიერ საზღვაო ბლოკადის გაგრძელება ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის წინაპირობად ჩაითვლება.
“ისლამური რესპუბლიკის ძლევამოსილი შეიარაღებული ძალები სპარსეთის ყურეში, ომანის ყურესა და წითელ ზღვაში ექსპორტის ან იმპორტის გაგრძელებას არ დაუშვებს”, – ნათქვამია ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხათამ ალ-ანბიას ცენტრალური შტაბის განცხადებაში