5
აშშ-ის სენატმა მხარი არ დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების გაგრძელებისთვის კონგრესის ნებართვას მოსთხოვდა.
აღნიშნული წინადადება სენატორებმა დაბლოკეს 52 ხმით 47-ის წინააღმდეგ.
დემოკრატები აცხადებენ, რომ მსგავს რეზოლუციებს ყოველკვირიულად წარადგენენ.
რესპუბლიკელთა უმეტესობამ რეზოლუცია დაბლოკა, თუმცა ზოგიერთი სენატორი აღნიშნავს, რომ პოზიციას შეიცვლის, თუ ომი 60 დღეს გადააჭარბებს. ეს არის კანონით დადგენილი ვადა, რომლის შემდეგ კონგრესის ავტორიზაცია სავალდებულო ხდება