8
ჩინეთის პრეზიდენტს ვთხოვე, რომ ირანს იარაღი არ მიაწოდოს, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.
“სი ძინპინს წერილი მივწერე და ვთხოვე, რომ ეს არ გაეკეთებინა. მან წერილი მომწერა, რომელშიც ნათქვამია, რომ ამას ფაქტობრივად არ აკეთებს”, – განაცხადა ტრამპმა.
ასევე, ტრამპმა ინტერვიუ Sky News-საც მისცა და აღნიშნა, რომ შესაძლოა, ირანთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა თვის ბოლომდე მოხდეს.
“შეიძლება. ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. ეს შესაძლებელია”, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა