საფრანგეთის სასამართლომ ულტრამემარჯვენე პარტია ეროვნული ერთობის ლიდერს, მარია ლე პენს 4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 4 წლისგან 2 ალტერნატიული სახის პატიმრობა იქნება.
ლე პენს, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჯარიმის სახით 100 000 ევროს გადახდაც მოუწევს.
ამასთან, ფრანგ ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსს, ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაციით, 5 წლით ჩამოერთვა საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებაც. სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დაუყოვნებლივ შევა.
აკრძალვის ძალაში ყოფნის განმავლობაში ლე პენს საფრანგეთის ადგილობრივ თუ ეროვნულ არჩევნებში მონაწილეობა არ შეეძლება. ეს ნიშნავს იმას, რომ ლე პენი მონაწილეობას ვერ მიიღებს საფრანგეთის 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საფრანგეთის სასამართლომ მარინ ლე პენი ევროკავშირის ფონდების უკანონო მითვისებასა არამიზნობრივ გამოყენებაში დამნაშავედ ცნო.