80
კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც მისი პროცესი გაიმართა, ხალათით და ჩუსტებით მივიდა. საქმე მარიამ სიჭინავას მიერ ბალაკლავას ტარებას ეხებოდა.
ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლემ ბალაკლავას ტარების ფაქტზე სიჭინავა 2000 ლარით დააჯარიმა.
აღსანიშნავია, რომ მანამდე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების ექვს ეპიზოდშიც ცნო სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000 ლარი დააკისრა. ჯამში სიჭინავას 16 000 ლარის ჯარიმა დაუგროვდა