კვირა, აპრილი 26, 2026
Home პოლიტიკა გაერთიანებული სამეფოს ელჩი – არსებობს გარკვეული პროგრამები, რომელსაც აღარ ვაფინანსებთ, ეს არის ზომა, რომელიც მივიღეთ, სანამ არ ვიხილავთ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში

გაერთიანებული სამეფოს ელჩი – არსებობს გარკვეული პროგრამები, რომელსაც აღარ ვაფინანსებთ, ეს არის ზომა, რომელიც მივიღეთ, სანამ არ ვიხილავთ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში

by admin

ჩვენმა თავდაცვის მდივანმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადა, რომ შევაჩერებთ საქართველოს მთავრობის მხარდამჭერ დაფინანსების პროგრამებს, შევზღუდავთ თავდაცვისა და პოლიტიკურ კონტაქტებს, ვიდრე საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა არ შეჩერდება, – ამის შესახებ საქართველოში გაერთიანებული სამეფოს ელჩმა, გარეტ უორდმა ჟურნალისტებს განუცხადა:

“არსებობს გარკვეული პროგრამები, რომელსაც აღარ ვაფინანსებთ. ეს არის ზომა, რომელიც მივიღეთ, სანამ არ ვიხილავთ დემოკრატიული გარემოს გაუმჯობესებას საქართველოში და როდესაც ეს გაუმჯობესება იქნება, მაშინ იქნება შესაძლებელი ამ პროგრამებში ხელახლა ჩართვა. დღეს ვხედავთ პოზიტიურ განცხადებებს საქართველოს ეკონომიკაში ახალი პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ. გაერთიანებულ სამეფოს სურს, საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს. ვფიქრობთ, საქართველოს უნდა ჰქონდეს ღია და თავისუფალი ეკონომიკა, გააგრძელოს რეფორმები ამის უზრუნველსაყოფად. ვიცით, რომ მალე იქნება პირდაპირი ფრენები ლონდონსა და საქართველოს შორის. British Airways-ი და EasyJet-ი შეასრულებენ რეისებს საქართველოში მარტის ბოლოდან. ასე რომ, გვსურს საქართველოს ეკონომიკამ წარმატებას მიაღწიოს და ეკონომიკური რეფორმა იყოს პრიორიტეტი”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay