კვირა, აპრილი 26, 2026
Home ეკონომიკა პრაქტიკულად, ყველა დასანქცირებული ვართ, იმიტომ რომ ქვეყნის სახე და იმიჯი არის ნულთან გათანაბრებული

პრაქტიკულად, ყველა დასანქცირებული ვართ, იმიტომ რომ ქვეყნის სახე და იმიჯი არის ნულთან გათანაბრებული

by admin

ბიზნესის წარმომადგენლები ქართული ოცნების მთავრობის წევრების სანქცირებას ქვეყნის იმიჯისა და ეკონომიკისთვის უკიდურესად დამაზიანებლად მიიჩნევენ და შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავალს ახალი არჩევნების დანიშვნაში ხედავენ. კრიტიკული შეფასებები დღეს შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენციის მიმდინარეობისას გაკეთდა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID EGP-ის მხარდაჭერით სასტუმრო “ბილტმორში” იმართება. ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს გენერალური მდივანი ზვიად ჭუმბურიძე აცხადებს, რომ ქვეყნისთვის დამაზიანებელია არსებულ სტატუს-კვოთი დარჩენა:

“თუ ხელისუფლება გადაწყვეტილებას არ მიიღებს და ამ სტატუს-კვოთი დავრჩებით, რომ ხალხი მოითხოვს ახალ არჩევნებს და ხელისუფლება წინააღმდეგია, ეს არცერთ მხარეს სიკეთეს არ მოუტანს. პრაქტიკულად, ყველა დასანქცირებული ვართ, იმიტომ რომ ქვეყნის სახე და იმიჯი არის ნულთან გათანაბრებული, როდესაც შენი ხელისუფლების წარმომადგენლები არიან სანქციების ქვეშ. არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება მაგნიტსკის აქტის თუ უფრო მსუბუქი სანქციით. ნებისმიერი სანქცია, მსუბუქი სანქციაც კი ბიზნეს გარემოსთვის არის კატასტროფულად დამაზიანებელი”

თქვენთვის საინტერესო სიახლეები

© 2024 – ყველა უფლება დაცულია LiderWay